კახა კალაძე – კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერ ძვირფასს

კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერ ძვირფასს – უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია. ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ მოცემულობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, თუ ვინ ვინ არის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ „ეკლესიაზე თავდასხმების დროს არასმთავრობო ორგანიზაციებს და ტოლერანტობის ცენტრს განცხადება არ გაუკეთებია“.
„კონკრეტული ფაქტები და ქმედებებია, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ეკლესიას, სარწმუნოებას, ებრძვიან ყველაფერ ძვირფასს და მნიშვნელოვანს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს – ჩვენი კულტურა, წარსული, ადათ-წესები. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო მათი ქმედებებიდან. ასეთი უმსგავსო ფაქტი მოხდა და ხმა არ ამოუღია არავის. არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება არსებულ მოცემულობას და კარგ ანალიზსაც აკეთებს, თუ ვინ ვინ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „აშკარად ჩანს, რომ მიზანმიმართული ბრძოლაა სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ.
„მგონია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება და ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი ხელით იმართება, ამას საზოგადოება ხვდება და ანალიზსაც აკეთებს. ამიტომ, ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა დავიცვათ. მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას