კახა კალაძე კიტ კელოგის განცხადებაზე – დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ – ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათი ინტერესებისთვის გამოგვიყენონ

დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას, აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებაზე ს შეშფოთების თაობაზე.
კალაძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას „ძალიან პრინციპული პოზიციის დაცვა მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები იყო“.
„ცხადია, ამაზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომ რუსეთისთვის, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღებოდა, იქნებოდა წითელი ხაზები და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის. ძალიან ბევრი განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით მოვისმინეთ. საერთო ჯამში, რომ შევაფასოთ, ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მოგვიწია ძალიან პრინციპული პოზიციის დაჭერა, მისი დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ცილისწამება, განცხადებები იყო, რომელიც სიცრუეზე იყო დაფუძნებული. იყო უამრავი შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება. ეს ყველაფერი იმის გამო იყო, რომ ჩვენს ქვეყანას, მის ინტერესს ვიცავდით. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენოს. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ბევრი მეგობარი, ძლიერი პარტნიორი. ამ ურთიერთობებისთვის საქართველო ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სენატორ სტივ დეინსის ვიზიტს საქართველოში, ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძე აცხადებს, რომ აშშ-თან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება და მეგობრობა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობები გადაიტვირთოს და ახალი ფურცლიდან დაიწყოს. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა. ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით „დიფ სთეითი“ რა განცხადებებს აკეთებდა, როგორ ეპყრობოდა ქართულ სახელმწიფოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენთან მიმართებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ გააკეთა გზავნილი, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზად არის, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიტვირთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.