კახა კალაძე – კიდევ ერთხელ ვიმეორებ: – დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და დღესვე ვაწერთ ხელს! არანაირი პრობლემა არ არის – ჩვენ მზად ვართ!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: – დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და დღესვე ვაწერთ ხელს! არანაირი პრობლემა არ არის – ჩვენ მზად ვართ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა მ გააკეთა.
კალაძის თქმით, „როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით იყო შანტაჟი და მუქარა, იგივე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა -არ გახსნასთან დაკავშირებით ხდებოდა“.
კალაძე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
„ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროინტეგრაციის გზა პირდაპირ კონსტიტუციაში ჩავწერეთ – ეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა.
შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ მას თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ.
ამ გზაზე ხდება შანტაჟი. მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემით, მაშინ როდესაც ყველა კრიტერიუმით და მათივე შეფასებებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გვექცევიან უსამართლოდ. ეს ძალიან მძიმეა – ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს და ზოგადად, იმ ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.
შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხი – შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყოველთვის რაღაც ახალი მექანიზმების მოგონება, რათა ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა