კახა კალაძე – კეზერაშვილი საერთაშორისო თაღლითია, ევროპელ პენსიონერებს აუბედურებდა და ძარცვავდა – მის მიმართ ღონისძიებები არ ხორციელდება,რაც აჩენს ეჭვს, რომ ის დროებით სჭირდებათ, რათა მოპარული თანხებით პოლიტიკა დააფინანსოს

ყველამ ვიცით, რომ კეზერაშვილი არის საერთაშორისო თაღლითი იმ სქემით, რითაც ევროპელ პენსიონერებს აუბედურებდა და ძარცვავდა, – მის შესახებ თბილისის მერმა, მ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, გასაკვირია ის, რომ კეზერაშვილი ამ ყველაფრის მიუხედავად, თავისუფლად გადაადგილდება.
„კიდევ ერთი დიდი უბედურება არის ის, რომ ეს ფული საქართველოში შემოდიოდა, პოლიტიკა და ტელევიზია ფინანსდებოდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც მიმდინარეობს, არიან დაკავებულები. ჩემთვის გასაკვირია ის, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ცხადი და ნათელია, ის არის დამნაშავე, ჩვეულებრივი თაღლითი, კრიმინალი და მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებები არ ხორციელდება. ეს აჩენს ეჭვს, ის დროებით სჭირდებათ იმისთვის, რომ მოპარული თანხები ისევ საქართველოში შემოიტანოს და ამით პოლიტიკა დააფინანსოს”,-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის ცნობით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კიდევ ერთი დანაშაული გახსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება