კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი – ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც „სჭირდება მეგობრები და არა ბატონები“.
კალაძემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დაგეგმილი დებატები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ზემოდან მაყურებლების ტონი კატეგორიულად მიუღებელია“.
„ამ ტონით საუბარი და ამ ტიპის მუქარები ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე და ჩემს თანაგუნდელებს არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მზად არის მეგობრობისთვის. მზად არის იმისთვის, რომ გაღრმავდეს ურთიერთობები, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. კატეგორიულად მიუღებელია ზემოდან მაყურებლების ტონი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. შესაბამისად, გვინდა პარტნიორები, გვჭირდება მეგობრები და არა ბატონები“,-განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ირაკლი ზარქუა – ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ