კახა კალაძე – კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ

კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან – ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ არიის სწორი ფორმა და კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება.
“კატეგორიულად მიუღებელია გარედან ჩარევები, რაც სახეზე გვაქვს და აშკარაა ზოგიერთი საელჩოს მხრიდან. წარმოუდგენელია უბრალოდ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო მისიებს, ვინც აკვირდება არჩევნებს და ზოგადად, მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, თუ როგორ ხდება ქვეყნის შიდა საქმეებში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობა. ერთი სანომრე ნიშანი აკლიათ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია, ისე დარეგისტრირდნენ, სხვა ჩვეულებრივ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ. ეს არ არიის სწორი ფორმა, კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად