– ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს

მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, „უმძიმეს მდგომარეობაშია“.
„რეალურად, უმძიმეს მდგომარეობაშია . მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდება. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ თუნდაც ზელენსკის მხრიდან, მეტყველებს მათ უმძიმეს მდგომარეობაზე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.