ს საქმეზე – ძალიან სამწუხარო და დასანანია, რასაც ვისმენ, ძალიან მწყდება გული – რაც შეეხება კითხვებს, აქამდე არ გვქონია, დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ არ არის სწორი და ლამაზი დასკვნების გაკეთება

ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, – ასე შეაფასა თბილისის მერმა მ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის სთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენების ფაქტი.
ამასთან, კითხვაზე, თავად მან ბრიფინგიდან შეიტყო თუ არა ის, რასაც ყოფილი პრემიერი წლების განმავლობაში სჩადიოდა, კალაძემ აღნიშნა, რომ ბრიფინგიდან შეიტყო და აქამდე ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ გასჩენია.
„ძალიან სამწუხარო და დასანანია, როდესაც ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით. მე ირაკლის ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 2012 წლიდან ერთად მოვდივართ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული, დანარჩენისთვის გამოძიებას დაველოდოთ. დღეს თქვენ იცით, რომ პარტია დატოვა, პოლიტიკური საქმიანობა დატოვებული აქვს, ამასთან დაკავშირებით განცხადება მან პირადად გააკეთა პარტიის ოფისში რამდენიმე თვის წინ. აღნიშნული ფაქტი, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროა, დასანანია, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი, დაველოდოთ შესაბამის უწყებებს და გამოძიებას.
რაც შეეხება კითხვებს, არ გვქონია, იმიტომ, რომ რაც შეეხება ავტომობილებს, ეს იყო სახელმწიფო საკუთრება, რითაც პრემიერ-მინისტრი გადაადგილდებოდა, რაც შეეხება [მისი შვილის ჩარტერით -ში] გადაფრენას, ამასთან დაკავშირებით მან განმარტებები გააკეთა და დღეს აღნიშნული საინტერესო არ არის. დაველოდოთ პასუხებს, დაველოდოთ გამოძიება როგორ წარიმართება, როგორ დასრულდება და მერე გააკეთეთ დასკვნები, წინასწარ არ არის სწორი და არ არის ლამაზი“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.