კახა კალაძე ინფორმაციაზე, რომ „ლელო“ თბილისის მერობის კანდიდატად მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს – დიდი ინტერესი არ მაქვს, ვინ იქნება მათი კანდიდატი – მე მაქვს ხედვა, რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს

დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ მერობის ერთ-ერთ კანდიდატად, მომღერალ მერაბ სეფაშვილის კანდიდატურას განიხილავს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში და სხვა პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს – გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით