– იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ – იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება

იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ – იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ვინმემ „მოაწყოს გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება.“
„ძალიან მძიმე იყო, რაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ დედაქალაქში – ძალადობრივი შემთხვევები. უმძიმესი კადრები ნახა საზოგადოებამ თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები – ცხადია, ყველაზე არ მაქვს საუბარი. აშკარად, იკვეთება დატრენინგებული ჯგუფები, რომლებიც თავისთვის მდგომ პოლიციელებს მივარდნენ – იყო პირდაპირ ქვების სროლა და „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება, საუბარი აღარ მაქვს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. კატეგორიულად მიუღებელია ბრუტალური, ამ ტიპის ძალადობა. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მოაწყოს გადატრიალება, რევოლუცია, ხალხის დაპირისპირება და პოლარიზაციის გაღრმავება. არც გარედან და არც ქვეყნის შიგნით ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოყენებული იყოს უცხო ქვეყნის ინტერესებისთვის. არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკრაინიზაციის პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში – ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით შევალთ ევროპაში“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე