კახა კალაძე – თუ სალომე ზურაბიშვილი შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, ის იმავე ხაზის გამტარებელი და გამზიარებელი იქნება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ

თუ შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს გადადგამს, ის იმავე ხაზის გამტარებელი და გამზიარებელი იქნება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკუთარ შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი დანაშაული არ მოუნანიებიათ.
„არავის დაკავება და არავის ციხეში ყოფნა, ვფიქრობ, ნორმალურ ადამიანს არ უხარია. მაგრამ იმხელა უბედურება მოუტანა, 9 წლის განმავლობაში, იმხელა რეპრესიები იყო, იმდენი გაუბედურებული ოჯახი, ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი, რა თქმა უნდა, იყო მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გუნდთან ერთად. ვერ წარმომიდგენია უბრალოდ ნორმალური ადამიანი, ვისაც საკუთარი ქვეყანა და ხალხი უყვარს, რომ როცა შენ ხარ პოლიტიკაში, გაქვს პოლიტიკოსის სტატუსი, ხარ ქვეყნის ხელისუფლებაში, გააკეთო და აკადრო საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუკეთა საკუთარ ხალხს. ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებმა მოინანიეს, აღიარეს, ბოდიში მოუხადეს საზოგადოებას, პირიქით, დღესაც იმავეს აგრძელებენ, უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. მაგრამ რაც შეუძლიათ, ყველაფერს იყენებენ, საკუთარ ტელევიზიებს, სიძულვილისთვის, ადამიანების დაპირისპირებისთვის. შანტაჟი, ბულინგი ეს არის მათი ჩვეულებრივი ხელწერა, ფსიქოლოგიური ტერორი და ა.შ. თუ სალომე ზურაბიშვილი გადადგამს შეწყალებასთან დაკავშირებით ნაბიჯს, ის იქნება პირდაპირ გამზიარებელი და იმავე ხაზის გამტარებელი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი წარმოადგენს“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიაში დიდი პრობლემები აქვს.
„ძალიან დიდი პრობლემები აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას, დაპირისპირებები, გახლეჩილია, ხალხში არანაირი ნდობა. როგორ შეიძლება პოლიტიკურ გუნდს დაუჭირო მხარი, რომელიც ხალხს აუპატიურებდა. გახსოვთ ციხეებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და როგორ ეპყრობოდნენ. გახსოვთ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ბიზნესის მიმართ, როგორ ატერორებდნენ, ართმევდნენ, ხალხის დახოცვა, რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო. არ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი. ხალხმა 2012 წელს და იმ დროიდან მოყოლებული არჩევნების დროს გასცა მათ პასუხი და 2024 წელსაც გასცემს შესაბამის პასუხს. დღეს საქართველოს არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, რასაც წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი კონკრეტული წევრები. არ მინდა დეტალებში შესვლა – მელია, ხაბეიშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ეს ერთმანეთს დაპირისპირებული ადამიანები, გავლენებზე შიდა პარტიული ბრძოლა, ვის რა კონკრეტული თანამდებობა და სკამი ჰქონდეს. ეს არის მათი ბრძოლა და არ მაინტერესებს ეს თემები. რაც შეეხება „ვარდების რევოლუციის“ წლისთავს, იქ არიან ჩარჩენილები და ჰგონიათ, რომ ის მოცემულობაა, რაც 2003 წელს იყო. აზრის გამოხატვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე რაიმე უკანონობას ჩაიდეს, ამას სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას აღნიშნა, რომ „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქტიური ქმედებების განსახორციელებლად არც გამბედაობა აკლია და დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე