კახა კალაძე – ზოგიერთმა ევროპელმა ბიუროკრატმა კეთილი ინებოს და პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს

ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს – რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კალაძის თქმით, „ჯანსაღი კრიტიკა, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს“.
„ჯანსაღი კრიტიკა, ზოგადად, პოლემიკა, გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ჩვეულებრივი პროცესია. მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. საუბარია იმაზე, რომ პირდაპირ გეუბნებიან თეთრზე შავიაო. ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, ცილის წამებაზე, შანტაჟზე. პირდაპირ მცდელობები კონკრეტული ფაქტებით, მაგალითებით, რომ თუნდაც ს დროს არჩევნებში ჩარევის მცდელობა ჰქონდათ თავიანთი განცხადებებით, ქმედებებით. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება, ჩაერიო სხვა ქვეყნის სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში, კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გვითქვამს, საქართველო მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ რაღაც მითითებები მოგვცეს, ბრძანებები გასცეს. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ის დამოკიდებულება, რაც ზოგიერთ ბიუროკრატს აქვს, რომ რაღაცას იტყვის სისულელეა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ და ეს არის თურმე სრული ეჭეშმარიტება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებოს, ვინც არ უნდა იყოს, პატივი სცეს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმითვე, სახეზე არის „ორმაგი სტანდარტი“.
„სახეზე გვაქვს, ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტი და ეს არახალია. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, პირდაპირ ხდებოდა ძალადობის წახალისება. ხდებოდა და ხდება პოლარიზაციის წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა და ერთმანეთთან დაპირისპირების მცდელობა. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს არის რეალობა, რომ ამაში ჩართულია ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები და თუნდაც ელჩები, თავიანთი ქმედებებით და განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა”,- აღნიშნა კალაძემ.