კახა კალაძე – ვფიქრობ, ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის – სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს ძალიან კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის – სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი. ვფიქრობ, მას ძალიან კარგად ესმის სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის. ეს არის ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იხდის სასჯელს. დარწმუნებული ვარ, უამრავს გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი.
სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლებდა, ოღონდ მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს“,- აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, მან ევროპარლამენტარების მოწოდებებზეც ისაუბრა ს გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება უცხოელების განცხადებებს, ეს ყველაფერი გაშიფრული სქემაა. ლობიზმით არის შენიღბული. ფულს იხდიან. შესაძლებელია რეზოლუციების მიღება, კონკრეტული ევროპარლამენტარების გამოსვლა, განცხადებების გაკეთება. შესაძლოა, უამრავი სიბრიყვე ისაუბრონ, მთავარია ფული აიღონ“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ