კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციაზე: საქართველოში პატრიოტი ხელისუფლებაა

კახა კალაძე, ეხმაურება ევროკომისიის წერილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას 8 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს. კალაძის შეფასებით, პრობლემა არ არის კანონის შინაარსი, არამედ ის, რომ საქართველოში დღეს პატრიოტი ხელისუფლებაა, რომელმაც ქვეყანა გარე ძალების ინტერესების გასატარებელ არენად არ გადააქცია.
„ჩვენ არ დავუშვით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო ან ქვეყანა ს წინააღმდეგ სანქციებში ჩართულიყო. სწორედ ეს აშინებთ და ამისთვის ცდილობენ ხელისუფლების ჩამოგდებას“, — განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირიდან „შანტაჟი და მუქარა“ გრძელდება, თუმცა ხელისუფლება მზად არის დისკუსიისთვის და ელოდება არგუმენტებს, თუ რატომ არის მაგალითად „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ პრობლემური.
კალაძე ასევე შეეხო „ოჯახის სიწმინდის“ კანონპროექტს და თქვა, რომ მსგავსი მიდგომები დასავლეთშიც მხარდაჭერას იღებს, მათ შორის, -ის პრეზიდენტ სგან.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, კალაძის თქმით, მისი დაკარგვა არ უნდა მოხდეს, თუმცა, მისი თქმით, ბიუროკრატიულ წრეებში არსებული მიდგომები არ შეესაბამება იმ ფასეულობებს, რის გამოც საქართველო ევროპას ესწრაფვის.
„ჩვენ ევროპა გვინდა არა ომის ფასად, არამედ მშვიდობის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის გზით“, – განაცხადა კალაძემ.