კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელება მგზავრების მომსახურების პირობებში შეუძლებელი იქნებოდა.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით და გავაკეთეთ განმარტებები, რომ რეაბილიტაციის პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა იყოს დასრულებული. მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რაც ჩატარდა. ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით. ამ სამუშაოების ჩატარება აუცილებელი იყო, რათა იმ კონსტრუქციამ, რომელიც რეაბილიტაციის პროცესში უნდა დაეკიდოს, წლებს გაუძლოს. პროექტი ვერ განხორციელდებოდა მაშინ, როდესაც მეტრო მგზავრებს ემსახურება, ამიტომ დროებით მოგვიწია მეტროს ფუნქციონირების შეჩერება“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – ნიკოლოზ ქრისტესიაშვილი მეუღლის მკვლელობაში თავს დამნაშავედ ცნობს – ქალს დაზიანებები უმეტესად სახის არეში აქვს მიყენებული, არის ვარაუდი, რომ ბრალდებული ძალადობას ხელით ახორციელებდა, რადგან მას ხელი აქვს დაზიანებული

IFCN – მკაცრად ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ