– ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, უახლოეს მომავალში გვექნება ოფიციალური წარდგენა – “ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში მიიღებს 100%-იან გამარჯვებას

არ მინდა, ვისაუბრო ამ ადამიანებზე, ჩემი მხრიდან უხერხული იქნება, გახლავართ ქალაქის მოქმედი მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ ვის ელოდება კონკურენტებად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
კახა კალაძის თქმით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი და გაიხსნება საარჩევნო კამპანია.
“უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ, ასევე, მაჟორიტარობის კანდიდატებს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ უკვე მზადება დაწყებული გვაქვს, მუშაობა დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე უკვე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში.
კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს საუბარი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც აქტუალურია, რომელიც აწუხებს თბილისი მოსახლეობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ასევე მან ისაუბრა რეიტინგებზე.
„რეიტინგებს რაც შეეხება, აქაც კიდევ ერთხელ პირდაპირ, შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ოლქში როგორც საკრებულოს დონეზე, ასევე, მერების თვალსაზრისით, მიიღებს 100 პროცენტიან გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ, რომელის განცხადებასაც “იმედი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის