– ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს – როგორ შეიძლება საქართველომ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!

ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!“
„თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ტყუილს ავრცელებდნენ, სიცრუით იყო გაჯერებული ყველა განცხადება ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროა ის, რომ ამ ყველაფერში ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული. საუბრობდნენ, თითქოს საქართველოს მთავრობამ გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?! მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ქვეყანას გაუხსნან მოლაპარაკებები. შეიძლება ჩვენი კომუნიკაციის ფორმა არ მოეწონა ვიღაცას, ან რაღაც არასწორად გადმოვეცით, მაგრამ ამდენი დღე გავიდა, ყველა თემა დაიღეჭა და მიეწოდა საზოგადოებას. მე არ მჯერა, რომ გულწრფელ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, ვერ გაეგო რა უნდა მთავრობას, რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. გახსოვთ, კანდიდატის სტატუსის დროს როგორ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, ყველაფერი იკადრეს, გვაშანტაჟებდნენ. ჩვენ დავდექით ღირსეულად და მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. დღეს აქვთ სხვა მიმართულება მოლაპარაკების გახსნა-არგახსნა. ბურთი მათ მხარეს არის. ჩვენ, საქართველოს მთავრობამ რა უნდა გავაკეთოთ? ვითხოვთ, მოლაპარაკებები გახსნან! ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს”,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე