ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე – ეს არის ჩვეულებრივი აბსურდის თეატრი და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული

ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ განაცხადა, რითაც ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოეხმაურა.
კალაძის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციურად ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს.
„ჩვეულებრივი სისულელეა. ჯერ ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს. მას კონსტიტუციური თვალსაზრისით, ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური პარტიებისთვის?“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“.
„უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი კონსტიტუციას არღვევს. პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე იდგება. ს მსგავსი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. რა თმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა; სახელმწიფოს, კონსტიტუციის და კანონების შეურაცხყოფა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“