კახა კალაძე – ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა – სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა

ეს არ არის უბრალოდ , არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა – სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხალხმა ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.
„ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, არც უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა. დღეს წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი თუ გვინდა მშვიდობა? თუ მშვიდობა არ იქნება ვერც დახმარებები იქნება, ვერ პროექტები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გვინდა მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თუ ის მდგომარეობა გვინდა გვქონდეს ქვეყანაში, როგორიც შია.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანია ომი და დღეს ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეცდომა იქნება. მომავალი თაობები არ გვაპატიებს ამ შეცდომის დაშვებას და ქვეყანა ათეული წლით შესაძლოა უკან დავხიოთ. სწორი გადაწყვეტილებაა მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, თუ მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და ევროპული მომავალი გვინდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.