ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ იყო მრავალპარტიული

კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ იყო მრავალპარტიული
„რაც შეეხება ეუთო/იდირის დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ორმხრივად ითანამშრომლოს ეუთო/ოდირის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების შესასრულებლად.
„არაფერი განსხვავებული, რაც იყო შუალედური დასკვნა, რაც იყო გაკეთებული განცხადებები არჩევნების შემდეგ. რეკომენდაციები რაც არის მოწოდებული, აქ საუბარია იმაზე, რომ ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან და ამავდროულად, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ და თუ კი რაიმე გასაუმჯობესებელია, ამ მიმართულებით მზად ვართ, ვიმუშავოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის