ელენე ხოშტარიაზე – პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – კანონები არსებობს, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მას დაემორჩილოს

თქვენ როგორ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩემი სურვილით და მოთხოვნებით იმართება?- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი სურვილი და მოთხოვნა ოპოზიციონერი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავება მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე.
კალაძის თქმით, ელენე ხოშტარიას შემთხვევაში პოლიტიკოსი ხმამაღალი ნათქვამია.
„ქვეყანაში არსებობს კანონი და კანონს, კეთილი უნდა ინებოს, და ყველამ პატივი უნდა სცეს.
პოლიტიკოსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია [ელენე ხოშტარიასთან მიმართებით], მაგრამ კანონები არსებობს და ყველამ კეთილი უნდა ინებოს და მას დაემორჩილოს“, – განაცხადა კალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: რა ძალას უპირისპირდება აშშ და ისრაელი: მოსახლეობას, რომელიც ისლამისტურ-ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სკანდირებს, ქუჩიდან ბასიჯის შეიარაღებული ტერორისტები პირდაპირ ტყვიებს უშენენ (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდმაცავების განსაკუთრებული მობილიზებაა – სხდომაზე ჯანგველაძის მეგობარი, კოკა მორგოშია დაიკითხება