– ევროპული ბიოროკრატიის ყველა განცხადება გაჯერებულია სიცრუით! ისინი გაგიჟებული, გამწარებული არიან, რომ ქართველმა ხალხმა დაამარცხა საქართველოში

როდესაც მოხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს ჩვენზეც აისახება, ჩვენი თითოეული მოქალაქე იგრძნობს ამ ყველაფერს. რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, დასავლეთს, ყველა მათი განცხადება გაჯერებულია სიცრუით! ისინი გაგიჟებულები, გამწარებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა დაამარცხა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, რომ „კი მეგობრები ვართ და იქ ძალადობრივ ჯგუფებს დავაფინანსებთ“.
„ჩვენ როდესაც ტრამპი აირჩიეს, გამოვედით და ვთქვით, გაიმეორეთ ის ნარატივი, რაზეც ტრამპი საუბრობდა. პირველი, რასაც ის გააკეთებდა, ეს იქნებოდა „დიფ სთეითის“ დამარცხება, მეორე: ში ომის დასრულება. ეს იყო ორი მთავარი დაპირება. დღევანდელი მოცემულობით, არც „დიფ სთეითი“ დამარცხებულა და არც ომი დასრულებულა ში. ველოდებით, ვაკვირდებით, როდესაც მოხდება „დიფ სთეითის“ დამარცხება, ეს ჩვენზეც აისახება, ჩვენი თითოეული მოქალაქე იგრძნობს ამ ყველაფერს. რაც შეეხება განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენ არავის ვესხმით თავს, საკუთარ ქვეყანას ვიცავთ, გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა. ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, რომ კი მეგობრები ვართ იქ ძალადობრივ ჯგუფებს დავაფინანსებთ, წავახალისებთ, ასე არ გამოვა“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში რუსი, ამერიკელი და ევროპელი არ ჩამოვა, რათა ქართული საქმე გააკეთოს.
„რუსეთს თავისი ინტერესი აქვს, ამერიკას თავისი, თუნდაც საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში. აქ, არც რუსი ჩამოვა, არც ამერიკელი ჩამოვა, არც ევროპელი ჩამოვა, რომ ქართული საქმე გააკეთოს. ისინი თავის ინტერესებს გაატარებენ. ჩვენ, საქართველოს მთავრობა იმიტომ ვართ ხელისუფლებაში, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. დასავლეთს რაც შეეხება, ყველა მათი განცხადება გაჯერებულია ტყუილით სიცრუით! ვერ მოიყვანეთ ვერცერთ განცხადებას, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე. ისინი გაგიჟებულები, გამწარებულები არიან რომ ქართველმა ხალხმა დაამარცხა საქართველოში“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ