– ევროპარლამენტარები ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს, ეს არის განსხვავება – ყველამ უნდა გაიგოს, საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება!

ევროპარლამენტარები ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს, ეს არის განსხვავება – ყველამ უნდა გაიგოს, საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება! – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, საქართველოში, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატების დელეგაციის მიერ დღეს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.
კითხვაზე, რა გზავნილია ის, რომ ევროპარლამენტარებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, კალაძემ დასძინა, „არანაირი“.
„ისინი ხვდებიან ოპოზიციას, ჩვენ ვხვდებით ქართველ ხალხს. ეს არის განსხვავება. კიდევ ერთხელ, ყველამ უნდა გაიგოს, საქართველოში პოლიტიკა გარედან ვერ გაკეთდება. წარსულს ჩავაბარეთ ის წლები. საქართველოში პოლიტიკას აკეთებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, გამოხატა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარებს შეხვედროდა, კალაძემ აღნიშნა – „არა, არ ვიცი, არც ჩამოსულებსა და არც ჩამომსვლელთა [შესახებ]“.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?