ევროდეპუტატებს “სახედაკარგულებს” უწოდებს (ვიდეო)

“ოცნების” გენერალური მდივანი ევროდეპუტატებს სახედაკარგულებს უწოდებს. ისევ ამტკიცებს, რომ პარტნიორები საქართველოსთან მიმართებით ავრცელებენ დეზინფორმაციას, ახალისებდნენ მოძალადეებს და ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სურდათ.

დღევანდელ ბიუროკრატიას რაც შეეხება, ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული, თუნდაც მათი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებით არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე დაფუძნებული, არანაირი რეალობა, მოძაალდეების წახალისება, ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება. ასევე ძალიან მძიმეა ის, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას, – ამბობს კალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ჩვენ ინვესტორის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კი არ ვითხოვთ… ჩვენ გვაინტერესებს ამ ღატაკმა ქვეყანამ რატომ და რა პირობებით უნდა შეათხლიშოს ამ არაბ ინვესტორს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, ამხელა ტყე რატომ და რა პირობებით უნდა მისცეს?