პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? – მე გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რატომ არ აქვს ირაკლი ღარიბაშვილს დეკლარაციაში მითითებული „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის ანაზღაურება.
როგორც კალაძე აღნიშნა, პარტიული თანამდებობის პირებს ხელფასები არ აქვთ.
„პარტიაში რატომ უნდა იყოს ხელფასები, რამე ახალია და ჩვენ არ ვიცით? არც პარტიის თავმჯდომარეს, არც აღმასრულებელ მდივანს, არც გენერალურ მდივანს… მე პარტიის გენერალური მდივანი ვარ 2012 წლიდან მოყოლებული და პარტიიდან ერთი თეთრი ხელფასი არ ამიღია. ჩვეულებრივი მომენტია, რა არის ამაში [ახალი]?! [დეკლარაციასთან დაკავშირებით] ბატონ ირაკლის შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები და დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ამომწურავ პასუხს“, – განაცხადა კალაძემ.
