კახა კალაძე – დედაქალაქში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს – 15 დეკემბერს გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს მშვიდობა

15 დეკემბერს გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ განაცხადა.
მისი თქმით, 16 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი გაიხსნება.
„საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს დედაქალაქში. 15 დეკემბერს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდება და ამავდროულად, ქალაქში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციები ჩაირთვება 15 დეკემბერს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ მობრძანდეთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საღამოს რვა საათზე გაიმართება ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ვუსურვოთ ერთმანეთს წარმატებული მომავალი, მშვიდობა, კეთილდღეობა. გარდა ამისა, 16 დეკემბერს, მეორე დღეს, საახალწლო სოფლის გახსნა გვექნება ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე. საზოგადოებას ვპირდებით სასიამოვნო დღეების გატარებას, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე, ასევე საახალწლო სოფელში, სადაც ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გაიმართება პატარებისთვის დღის განმავლობაში, სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები. საღამოს იქნებიან ესტრადის სხვადასხვა ვარსკვლავები, ასევე ელექტრონული მუსიკა. ყველანაირად სასიამოვნო გარემო იქნება. თოვლის ბაბუაც გვესტუმრება, რომელიც თავის სახლში განთავსდება და პატარებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ თოვლის ბაბუა და თავიანთი სურვილები გაანდონ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცეა ქართველ ხალხთან, ორ მთავარ მოთხოვნაში: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პრეზიდენტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური კოალიციების მხრიდან

აქციის მონაწილე დავით გოგილაშვილი – ნივთების ჩამორთმევა არაფორმალური, პირდაპირი ქურდობაა, რადგან პირველი რაც გააკეთეს, შეამოწმეს ჩემი ჯიბეები და ყველა ნივთი, რაც შეიძლებოდა ღირებული ყოფილიყო, რომ წაერთმიათ

ანა ნაცვლიშვილი – იმით, რომ სანქცირებული პირები კომპენსაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ, კობახიძემ დაადასტურა, რომ მოძალადე მთავრობის წევრებმა მიიღეს სერიოზული ფინანსური ზარალი – მათ მოპარული ქონება აქვთ გადამალული