– გრძელდება შანტაჟი, მუქარა – შემოტევები იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში ხდება

რა თქმა უნდა, გრძელდება შანტაჟი, მუქარა – ეს შემოტევებიც ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გამარტივებას განიხილავენ დღეს ევროკავშირში.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში.
“რა თქმა უნდა, გრძელდება შანტაჟი, მუქარა. არაერთი განცხადება ვნახეთ, თუნდაც საქართველოსთან მიმართებით. არაფორმალური მმართველობა, რაც სუფევს მსოფლიოში, უდიდესი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში, ეს ყველამ კარგად ვიცით. თავად -ს პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პირველი არაფორმალურ მმართველობას დაამარცხებდა. ჯერ მსგავსი არაფერი ხდება, ვნახოთ. ეს შემოტევებიც ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელებაა, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება ბოლო წლების განმავლობაში“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ