კახა კალაძე – გვინდა, ურთიერთობები გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული, რაც ორმხრივი და არა ცალმხრივი იქნება

[-ში] როგორც კი ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, ამის შემდეგ საქართველოსთან მიმართებით ევროპის და ამერიკის მხრიდან პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის აშშ-სთან.
როგორც კალაძემ განმარტა, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული.
„დასავლეთთან და აშშ-სთან ურთიერთობებს რაც შეეხება, როგორც კი ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, თუ არ ვცდები 20 იანვარს არის ინაუგურაცია, ამის შემდეგ პოლიტიკური მოცემულობა და მდგომარეობა საქართველოსთან მიმართებითაც რადიკალურად განსხვავებული იქნება ევროპის და ამერიკის მხრიდან.
ჩვენთვის ის არის მთავარი, რომ მიუღებელია ის დამოკიდებულება და ურთიერთობები, რაც დღეს არის, მაგალითად აშშ-სთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს და გახდეს ნამდვილი მეგობრული და პარტნიორული, რაც იქნება ორმხრივი და არა ცალმხრივი და მხოლოდ ერთ მხარეზე დაფუძნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს