– გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი

გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ „ივანიშვილი არის ნაძირალა, გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ ეწყინება“.
კახა კალაძის განმარტებით, გედევან ფოფხაძე არასერიოზული ადამიანია.
„მისგან მეტს არც უნდა მოელოდე ადამიანი, ისეთი რაღაცები აქვს ნაკადრები. შესაბამისად, ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები იმიტომ, რომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ და ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო გედი ფოფხაძე“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რომ ხელისუფლების ფიზიკური განადგურება არ ეწყინება. „გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება… გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ…“, – განაცხადა ფოფხაძემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა