კახა კალაძე გახარიას განცხადებაზე – კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები, მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?

ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ბრალდებების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, საპარლამენტო მშვიდ გარემოში ჩატარდა და ამის შესაბამისი დასკვნებიც არსებობს.
„ეს არის ჩვეულებრივი სიცრუის კამპანია. აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. რეალურად არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეუთო/ოდირმა შესაბამისი განცხადებები გააკეთა, გამოაქვეყნეს შუალედური დასკვნებიც და საბოლოო შეფასებაც. ასეთი წვრილმანი და საფუძველს მოკლებული განცხადებები არჩევნებს ზიანს ვერ მიაყენებს. გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
რაც შეეხება არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის დაბარებას, რომელიც აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს, კახა კალაძის თქმით, ეს არის სპეკულაციების ნაწილი.
„ჩვეულებრივ სპეკულაციებს და სიცრუეს აქვს ადგილი. ხომ ამბობენ არჩევნები გაყალბდაო, ბრიფინგებს უძღვნიდნენ ამ თემას. -მ ხომ მიმართა პროკურატურას და გამოძიება იწყება, რათა ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს. ახლა კეთილი ინებონ და წარმოადგინონ მტკიცებულებები. მაგრამ რა უნდა წარმოადგინონ, რაც ბუნებაში არ არსებობს?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს