გახარიაზე – ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით – ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ

ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით – ასე ეხმაურება თბილისის მერი ოპოზიციონერ პოლიტიკოს, “საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ბათუმში მომხდარს.
„ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. ყველამ დაინახა. ჩვენ არაერთი პროვოკაციის მომსწრეები ვართ ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის ერთგვარი ტენდენცია რადიკალების მხრიდან, მიზანმიმართული შეურაცხყოფები ადამიანების მისამართით. ეს ფაშიზმი აუცილებლად უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები მომხდართან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
„ოპოზიცია საუბრობს ყველაფერზე, სიმართლის გარდა. საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. ეს არის მათი დღის წესრიგი, მხოლოდ სიცრუეზე და სიყალბეზე დაფუძნებული. ეს არის მათი პოლიტიკა და იმ დღის წესრიგის შინაარსი, რომელზეც დგას გაუბედურებული, გაფარჩაკებული ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტო გადაღებულია დილის 6 საათზე, მეტროს ვაგონში, 40 მჯდომიარე ადამიანიდან ორმოცივე ქალბატონია, ასაკი 60 დან ზევით… არ ვიცი ამ დროს კაცები რას ვშვებით, მაგრამ ამ ფოტოზე მე მხოლოდ გაყინულ ნაოჭებს ვხედავ, ქუჩაში გამოსულს, ლუკმა პურისთვის… დედებს და ქალებს რომლებიც სამუშაოდ გამოვიდნენ”

დიმიტრი მედვედევი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე – თუ საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, საუკეთესო შემთხვევაში, შეძლებენ გაქცევას რომელიმე ქვეყანაში, უარეს შემთხვევაში კი, მათივე ხალხი სადმე მაიდანზე ჩამოახრჩობს