კახა კალაძე – გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში

საერთოდ გაუგებარია, პრეზიდენტს რა ესაქმება პოლიტიკური პარტიების მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, სა და გიორგი გახარიას შორის პრეზიდენტის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ორივე პარტიას, რეალურად, ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამიტომ ცდილობს გაერთიანებას.
„აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, საზოგადოებისთვისაც ცხადი რომ იყოს – ყველაფერი მოდის გარე დირექტივებიდან, უბრალოდ, სრულდება და ამაში ჩართულია , ეს ორი პოლიტიკური პარტია. მათ რა თქმა უნდა, ერთმანეთი არ უყვართ, არ მოსწონთ, რეალურად, აცდენილები არიან მსოფლმხედველობითაც, იმიტომ, რომ ერთი მეორეს „თვალთხარიას“ ეძახდა, მეორე „თაღლითს“. ვიცით მათი დამოკიდებულება. აქ თემა არის ის, რომ მათ დაავალეს. ორივეს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და სურვილი აქვთ, ამ გაერთიანებით როგორმე ბარიერი გადალახოს. ეს არის ძალიან მარტივად დღევანდელი მოცემულობა“,-განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება