კახა კალაძე – გამოძიება დაწყებულია, ვისაც აქვს ბრალი გადატრიალების მცდელობაში, პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ!

გამოძიება დაწყებულია. ვისაც აქვს ბრალი გადატრიალების მცდელობაში, პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ! – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც ის საუბრობდა, რომ „თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის“.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ვინც აორგანიზებდა, შემსრულებელი იყო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
„თვეების განმავლობაში ჰქონდათ კამპანია, რომ ისინი აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი დაგვამხობდნენ და ამის აღსრულებაც დაიწყეს. პრეზიდენტის სასახლეზე იყო შტურმი. დაანგრიეს ღობე, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. ეს აღკვეთა პოლიციამ და უწყების შესაბამისმა დანაყოფებმა. ჩვენ ყველას ვაფრთხილებდით, რომ თავი შეეკავებინათ. გინდათ რაღაცის გაპროტესტება? – კი ბატონო, შეგიძლიათ კანონის ფარგლებში გააკეთოთ, მაგრამ ნუ გადააბიჯებთ, ნუ გადახვალთ კანონის მიღმა, თორემ მოჰყვება რეაგირება. ამ ადამიანებმა არ გაითვალისწინეს. თავის არჩევანში ყველა თავისუფალია. რადგან გადადგეს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდანაც მოჰყვება რეაგირება.
დამხობას რაც შეეხება ვინც აორგანიზებდა, შემსრულებელი იყო, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.
გამოძიება დაწყებულია. ვისაც აქვს ბრალი აღნიშნულ გადატრიალების მცდელობაში, პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლესთან შტურმით, ყველას გაეცემა პასუხი, დაელოდეთ!“- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამშრომლობა არსებობდა გუნდის ყოფილ წევრსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის.
როგორც მან „პირველ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, იყო, კონკრეტულად, თანხის მიმღები.