– გავაკეთე ჩემი არჩევანი: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“ – ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება“

„მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.
„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელობის პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე , სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის