– გაეროში მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა – მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილი იქნება ის, რომ მზად ვართ, -სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ

მიხეილ ყაველაშვილის ძირითადი გზავნილები იქნება არსებულ რეალობაზე, მათ შორის იმაზე, რომ მზად ვართ, -სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის აშშ-ში გამგზავრებას გამოეხმაურა, სადაც ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
კალაძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს სიმართლე და რეალობა. რაც შეეხება თავად გამოსვლას, ძირითადი გზავნილები, რა თქმა უნდა, გაკეთდება არსებულ სიტუაციაზე. იმაზეც, რომ საქართველო მზად არის, აშშ-სთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები და განმარტებები, რომ ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?