კახა კალაძე – ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, როგორმე არ მიგვეღო სტატუსი – როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოსს ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! – ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები არიან

ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, რომ როგორმე არ მიეღო ქვეყანას სტატუსი. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! – ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან,-ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ამხელა, რევოლუციურ წინა პროცესში“.
მისივე თქმით, როგორ შეიძლება, ქართველმა კაცმა, სამშობლოზე შეყვარებულმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს.
„ჩვენ ვიცით, მათი ზრახვები. ყველა ს წინ ვისმენთ ამგვარ განცხადებებს. მათი სურვილია, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია მოაწყონ, სისხლისღვრა. კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, ქართველმა კაცმა, ღირსეულმა ადამიანმა, სამშობლოზე შეყვარებულმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს. ესენი დაკავებულები არიან ქვეყნის მტრობით. დარბოდნენ ბრიუსელში, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულება არ გაეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. ახლა ვნახეთ, კონკრეტული ქმედებები, როგორმე არ მიეღო სტატუსი ქვეყანას. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკოს და პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეს?! ეს კარგად ესმით, არც ისეთი სულელები და შტერები არიან. ერთადერთი გზა რჩებათ, რაიმე სახის არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას: არავის არაფერი არ გამოუვა, ვერავინ ვერ გაბედავს არეულობის შემოტანას და დაპირისპირებას!“ – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ