-ს საელჩოს „ქარდზე“ – აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს საელჩოს სოცმედიას

აშკარად ხაბეიშვილი მართავს -ის საელჩოს სოცმედიას – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“ ეხებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია ამხელა სახელმწიფო ამ ტიპის „ქარდებს“ რომ აქვეყნებს.
„რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე განცხადება და იმავეს გავიმეორებ, რომ აშკარად ხაბეიშვილი „ჩაუდეს“ ამერიკის საელჩოს, ხაბეიშვილი მართავს აშკარად აშშ-ის საელჩოს სოცმედიას.
წარმოუდგენია, ამხელა სახელმწიფო ამ დონეზე დაეცა მისი საელჩო და ამ ტიპის „ქარდებს“ აქვეყნებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება.
„ნუ აბრალებთ სხვებს“ – წერს საელჩო.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე