აქციებზე რუსეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაციაზე – გასარკვევია, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასარკვევია, ვინ არიან, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებმა აქციებზე დააკავეს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„ერთი-ორი კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ალბათ, გამვლელი ტურისტები არიან. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მგონი, რვა ადამიანია. როდესაც შენ ძალადობ პოლიციაზე, ეს წარმოუდგენელია. დასადგენია, ვინ არიან ეს ადამიანები, რა მიზნით და როდიდან იმყოფებიან საქართველოში. ყველაფერი გაირკვევა და ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი. ასევე, ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტში იყო შეჭრილი და შენობის დაწვას ცდილობდა. ყველაფერს გაეცემა პასუხები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს