– არ მაქვს სურვილი და არც ინტერესი, ოპოზიციის გეგმებზე და კანდიდატებზე ვისაუბრო

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა რეალურ სიტუაციას ხედავს, აკეთებს სწორ ანალიზს და როდესაც საჭიროა, სწორ გადაწყვეტილებას იღებს, როგორც მაგალითად, ოქტომბრის საპარლამენტო ს დროს გააკეთა, იმავეს გააკეთებს თვითმმართველობის ს დროს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, როდესაც კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკოსები საკუთარი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე, სხვის ინტერესებს ემსახურებიან, ამას ხალხი პასუხს ყოველთვის გასცემს.
„როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ემსახურებიან სხვა კონკრეტული ადამიანების თუ პოლიტიკოსების თუ ქვენების ინტერესებს, შენი ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის გასცემს ასეთ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს შესაბამის პასუხს“,-განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზეც ოპოზიციის შანსებს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ გეგმებზე საუბარი არ სურს.
„არ მაქვს სურვილი და არც ინტერესი, ოპოზიციის გეგმებზე და კანდიდატებზე ვისაუბრო. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული გამოწვევები და პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება.
თბილისი არის ძალიან ძველი ქალაქი, ძველი ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებით, ამ ყველაფერს სჭირდება მიხედვა, მოწესრიგება. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც თბილისთან არის კავშირში“, – განაცხადა კალაძემ.