არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის – არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის შეფასებით, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები “მათი პატრონების” დავალებებს ასრულებენ.
„არ ახალია ის, რომ „ენჯეოები“ ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებად ჩანან და ჩვეულებრივი მხარე არიან. ეს სიახლე არ არის. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 2020 წლის არჩევნები რომ ავიღოთ, როცა შედეგების გამოცხადება ხდებოდა, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც პარალელურ დათვლებს აკეთებდა, გააყალბა პარალელური დათვლა იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა, რევოლუცია და გადატრიალება მოეწყოთ. რაზე ვსაუბრობთ? ეს არასამთავრობო ორგანიზაციებია თავს ესხმიან სხვადასხვა ინსტიტუციებს, ეკლესიას, სარწმუნოებას, ყველაფერს, თუ კი რაიმე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასია, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიღაცას ტალახი ესროლონ. მე მგონია, რომ ეს არის მათი პატრონების დავალება. საიდანაც იმართებიან და ვისი ინტერესიც არის ის, რომ ქვეყანაში იყოს ყოველთვის დაძაბულობა, რყევები. ამ ადამიანების ხელით აღვივებენ პოლარიზაციას, დაპირისპირებას და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.