კახა კალაძე – არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რა გინდათ, რას ძაბავთ?! რას ეძებთ? – დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავადვე აფინანსებენ საზოგადოების დაპირისპირებას და გახლეჩას

არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას და სუბიექტს აქვს შესაძლებლობა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში ჩაატაროს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და რა გინდათ ვერ გავიგე?! რას ძაბავთ?! რას ეძებთ? – ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა მ ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაზე დასმულ კითხვას.
მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო გარემოს გამოწვევა მხოლოდ პოლარიზაციაა.
„გადახედეთ წინა არჩევნებს და ნახავთ, რომ ასეთი დასკვნა არასდროს გამოქვეყნებულა. ახლა რეალობა არის ის, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ყველა პოლიტიკურ პარტიას და სუბიექტს აქვს შესაძლებლობა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში ჩაატაროს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და რა გინდათ ვერ გავიგე?! რას ძაბავთ?! რას ეძებთ? მშვიდობაა, სიმშვიდე და ამ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია. თქვენ თუ გადახედავთ ეუთო/ოდირის დასკვნას, იქ ნათლად ჩანს დღევანდელი მოცემულობა და რეალობა“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძის შეფასებით, ეუთო/ოდირის დასკვნა პოზიტიურია.
„პოზიტიური შეფასებაა. ერთადერთი, რაზეც ყურადღება იყო გამახვილებული პოლარიზაციაა. ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ და ძალია ცუდია. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ხელისუფლება მზად არის ამისთვის ნაბიჯები გადავდგათ. დასავლეთიდანაც გვეუბნებიან, რომ პოლარიზაციის შემცირება მნიშვნელოვანია, მაგრამ თავადვე აფინანსებენ პოლარიზაციის გაღრმავებას, საზოგადოების დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და ეს რეალობაა. 2012 წლიდან საარჩევნო პროცესებში ვარ ჩართული და ასეთი მშვიდი გარემო და საარჩევნო კამპანია მთლიანობაში არის ძალიან კარგი. აღნიშნულ შეფასებაშიც არის ეს ნათქვამი“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ცესკოს განცხადებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა

შალვა პაპუაშვილი – თუ კიდე ვინმეს რაიმე ეჭვი ჰქონდა გახარიასთან დაკავშირებით სასწრაფოდ უნდა გაეცალოს ამ მდგომარეობას, ვინაიდან, ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად