– არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება – საქმე შანტაჟის ნაცვლად!

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით – სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე ქმედითი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით განამტკიცა და საქმით დაამტკიცა, რომ ერთგულია ევროპული კურსის.
„თუ მართლა გულწრფელად უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული სტრუქტურების ხელშია ამის გასაღები. გამოდით ბატონებო და მიიღეთ გადაწყვეტილება. საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს მივმართავ: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმა და არა საქართველოს მთავრობამ.
არარსებული პროტესტის ნაცვლად, მოდით, გამოვხატოთ პროტესტი სწორედ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით. საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ