კახა კალაძე: “არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!”

„მეგობრებო, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
მისი თქმით, „საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თავისი ტრადიციებით, თავისი ისტორიით, ევროპული მომავლით” და “თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვერავინ მოახვევს თავს ფაშიზმს და სიძულვილის ენას“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში გამართული მასშტაბური აქციების ფონზე, კახა კალაძე აცხადებს, რომ „აგრესიული უმცირესობა სიძულვილითა და ზიზღით უპირისპირდება ყველას და ქვეყნის მტრად აცხადებს მათ, ვინც გაუძლებს ზეწოლას“.
„დღეს ამ ჯგუფების ხელშია არა სიმართლე, არა რეალობის გააზრება, არა ერთმანეთის მოსმენისა და კამათის სურვილი, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტი – მტრის ხატის შექმნა“, – კალაძე აღნიშნავს, რომ „საპროტესტო აქციების ორგანიზატორთა მიერ მართული ჯგუფებიდან“ „საქართველოში გადატრიალების დაგეგმვის იდეოლოგების“ მესიჯების გამეორებას ითხოვენ.
„ნახეთ, როგორი ზეწოლა იყო რამდენიმე დღის მანძილზე ზე… ხვიჩას განცხადება მკაფიოა – ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა!“, – განაცხადა კახა კალაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული განცხადების შესახებ, რომლის შინაარსმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
კახა კალაძე მწვავე განცხადებებით გამოირჩევა მასშტრაბურ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მისამართით და მათ მოძალადეებად, ვანდალებად მოიხსენიებს. ამასთან, უარყოფს, რომ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა. უარყოფს შს სამინისტროც.
“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის არაერთ მონაწილეს სხეულზე აღენიშნება რეზინის ტყვიებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს