კახა კალაძე არაღიარების პოლიტიკის საფრთხეების შესახებ მიხეილ დაუშვილის განცხადებაზე – შემაშფოთებელი იყო, რაც მოვისმინეთ – ეს არის მუქარა, რომელიც სავარაუდოდ, კონკრეტული აქტორების დავალებით ხორციელდება

წარმოუდგენელი განცხადება იყო, რომელიც მოვისმინეთ. ძალიან შემაშფოთებელი, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, მ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ს გუშინდელი განცხადება.
მისი შეფასებით, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, რომელიც სავარაუდოდ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული აქტორების დავალებით ხორციელდება.
„რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი პასუხი გაეცა. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობ, ეს არ არის იმ კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება. ეს არის დავალება. საიდან და როგორ, ახლა არ შემიძლია ამაზე გიპასუხოთ, თუმცა, ვარაუდები არსებობს, რომ კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული აქტორების მხრიდან არის დავალება გაცემული და მისი მხრიდან უბრალოდ იყო გაჟღერებული. ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვაქვს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დროებით ოკუპირებული ს მხრიდან, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკითა და გადადგმული ნაბიჯებით, შევძლებთ, პირველ რიგში გავაძლიეროთ ქვეყანა, გავძლიერდეთ ეკონომიკურად და შემდეგ მოვახერხოთ უკვე ქვეყნის გამთლიანება. ვფიქრობ, ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც უყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტულია, რომ ტერიტორიები გამთლიანდეს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ დაუშვილმა გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, რასაც კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პარალელურად, დარბაზში მიხეილ დაუშვილის მისამართით ისმოდა რეპლიკები: „მავნებელი ადამიანი“, „ქვეყნის მტერია“, „ამას რა უნდა ელაპარაკოთ, დეგენერატი ეს“.