კახა კალაძე – არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებში ჩართულობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „დასავლეთიდან დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ“.
„არანაირი ხაზი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. რომელიმე ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში თქვენ წარმოგიდგენიათ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიოდნენ და იყვნენ პოლიტიკურ კამპანიებში, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ? უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს ასეთი. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, აგენტურა. მათ ჰყავთ თავიანთი დამფინანსებლები და ფულს უხდიან იმაში, რომ ქვეყანა აჯანჯღარონ, გამოიწვიონ პოლარიზაცია და დაპირისპირება. თუ კი რაიმე ბოროტება, სიძულვილი არსებობს დღეს ქართველებს შორის, ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ დაფინანსებას ეს კონკრეტული ექსტრემისტული დაჯგუფებები, დასავლეთიდან იღებენ და შესაბამისად, აქ იმისთვის იყენებენ, რომ მოხდეს პოლარიზაციის გაღრმავება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით