კახა კალაძე – არავის აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს – ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა

ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა, დამოკიდებულება, რომ ჩვენ იმის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომ ვიამაყოთ ჩვენი დამოუკიდებლობით, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე და სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი უნდა დაითმოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს იმის უფლება არ აქვს, რომ ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს.
„ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, რომელი ქვეყნის ელჩიც, საელჩოც არ უნდა იყოს, არავის აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს. უფრო მეტიც, საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არც ევროპა და არც ევროპულობა არ არის. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა. არანაირი კავშირი არ აქვს ამას ევროპასთან. ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა, დამოკიდებულება, რომ ჩვენ იმის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომ ვიამაყოთ ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტზე არ უნდა ვისაუბროთ და სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი უნდა დაითმოს. ამას აქციებიდან პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ? ეს ევროპა და ევროპულობა არ არის. 10 წელი ევროპაში ვიცხოვრე და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპულობა და რა არის ის ძირითადი პრინციპები. ერთ-ერთი მეც ვარ, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ არა ისეთი როგორსაც ელჩი ამბობს, ეს არ არის ევროპულობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული რაღაცა ვირტუალური სამყარო“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა