კახა კალაძე – არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა – გამოძიება ყველაფერს დაადგენს

არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან „ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა“.
კალაძის განმარტებით, ის თემას არ იცნობს, თუმცა გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
„არ ვიცი, არ ვიცნობ აღნიშნულ თემას. შესაბამისად, ალბათ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს. არავინ იცის, როგორ და საიდან გავიდა გიორგი ბაჩიაშვილი ან საერთოდ, გავიდა თუ არა. შესაბამისად, გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“. ბაჩიაშვილის თქმით, ამ დროისთვის, ევროპაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: 31 მარტს ჩვენ გვიწევს იმის დაცვა, რაც 1991 წელს 31 მარტს გადაწყვიტეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეებმა – ჩვენ გვიწევს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა