არაბულ ინვესტიციაზე: პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება

კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე: პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება
დედაქალაქის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ ტყუილს, რაც სახელმწიფოზე პირდაპირი შეტევაა.
„შემთხვევითი არ არის, რომ ვხედავთ რამდენი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნული პროექტის გარშემო. პიდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის. ვიცით, რა ძალები გვებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღმშენებლობა და ა.შ.
ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვისაც, ვინც სამშენებლო სფეროში არიან ჩართულნი”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს, მას 5 წლით პატიმრობა მიესაჯა და 1 მილიონი ჯარიმა, მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა