კახა კალაძე ანდრეი შევჩენკოს პასუხობს

„დღეს განსაცდელშია და არ მსურს პოლემიკაში შევიდე ჭირისუფალთან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს ანდრეი შევჩენკოს.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ თქვა, რომ კახა კალაძესთან ურთიერთობა აღარ აქვს და მისთვის ის არ არსებობს.
„რა პასუხს ელოდებით ჩემგან მაშინ, როცა უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში? არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ ვუსურვებ ისეთ სიტუაციაში ყოფნას, რომელშიც ეს ქვეყანა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. ახლა უკრაინა განსაცდელშია, სისხლისგან იცლება.
რაც შეეხება ანდრეი შევჩენკოს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ის არის ჭირისუფალი. ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის, ჩემი კულტურიდან, ტრადიციიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირისუფალთან ან რაიმე განმარტებები ვაკეთო, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ის საშინელება უკრაინაში, უკრაინელი ხალხი შეძლებს ჭრილობების მოშუშებას და გაანალიზებას, თუ რა მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ანდრეი შევჩენკო რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში და მხარს უჭერდა კახა კალაძეს უკვე პოლიტიკოსის რანგშიც.
2017 წელს, თვითმმართველობის ს წინ, ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და კახა კალაძის დახმარებით, თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატისა და მისი მეგობარი ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, ხოლო თამაშის დასრულების შემდეგ ანდრეი შევჩენკომ თქვა:
„დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ ს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“.
ანდრეი შევჩენკოს მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობაში აგიტაციის წესის შესაძლო დარღვევის თაობაზე მაშინ საიამ ს მიმართა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი არ დააჯარიმა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ანდრეი შევჩენკო გააქტიურდა უკრაინისთვის შემოწირულებების შეგროვებაში და საქველმოქმედო ფონდ U24-ის პირველი ელჩი გახდა. „ქართული ოცნება“ კი კონფრონტაციაში იმყოფებოდა უკრაინის ხელისუფლებასთან. უკრაინას კახა კალაძე, და საქართველოს ხელისუფლების სხვა პირები სანქცირებული ჰყავს პუტინის სასარგებლო პოზიციებისთვის.
კახა კალაძე მიწვეული არ ყოფილა უკრაინის სოლიდარობის საფეხბურთო მატჩში, რომელიც შევჩენკოს თანაორგანიზებით 2023 წლის 27 ივნისს გაიმართა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობდა .
„მოწვევა არ მიმიღია და მონაწილეობასაც ვერ მივიღებ. ბოლოს როდის გახსოვთ, მეთამაშოს ეგეთ შეხვედრაში? “ — უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს 27 ივნისს.
კითხვას, მოწვევა რომ გქონოდათ, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, კალაძემ უპასუხა:
„თუ მექნებოდა დროის თვალსაზრისით შესაძლებლობა, რატომაც არა“.