ს საქმეზე – როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს

როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს – წარმოუდგენელია, ნორმალურმა ადამიანმა გადადგას ყველანაირად გაუაზრებელი ნაბიჯი,- ამის შესახებ თბილისის მერმა მ მედიასთან ს საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობის წახალისებას ყოველთვის შესაბამისი ქმედება მოჰყვება.
“არ ვიცი, რა ვთქვა. ერთია განცხადებები, მეორეა – კონკრეტული ქმედებები. ეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ქმედებებით ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს, საჯაროდ დაეგმოთ ძალადობა, პირიქით, ხდებოდა წახალისება და ამას საზოგადოებაში მოჰყვებოდა კრიტიკა. როდესაც ახალისებ ძალადობას, იღებ იმ შედეგებს, რასაც, ამ შემთხვევაში, ელისაშვილი იღებს. როგორ შეიძლება ვიმსჯელოთ მის ქმედებებზე, წარმოუდგენელია, რაც მან გააკეთა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.